ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

სკოლა სპორტული ინვენტარით სრულად აღჭურვილია

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ პირველი ეტაპი დასრულდა.

სპორტული აუქციონიდან შემოსული თანხით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი და გასახდელები სრულად განახლდა. გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით.

სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ბერშუეთელმა მოსწავლეებმა ბევრი სხვა საჩუქარიც მიიღეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი და ფანჯრების დამცავი ბადე გადასცა. სამინისტროსგან ეს არ იყო ერთადერთი საჩუქარი. უწყებისგან ბერშუეთელმა მოზარდებმა კალათბურთის და ფრენბურთის ბურთები, გადასაცმელები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი მიიღეს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ, ძიუდოს ფედერაციასთან ერთად, სკოლის ყველა მოსწავლეს სპორტული ტანისამოსი, მათ შორის, ახალი კიმონოები ჩაუტანა. საჭიდაო ფინკები და ბაგირი ბავშვებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელებმა, ბექა როყვამ და ლადო გეგეშიძემ და ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი კიკაბიძემ გადასცეს.

საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივისგან“ ბერშუეთელ ბავშვებს საფეხბურთო ეკიპირება გუნდის მედიაოფიცერმა, ეკა ელოშვილმა ჩაუტანა.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა სკოლას სეოკის მიერ გამოცემული ლიტერატურა უსახსოვრა.

კალათბურთის ფედერაციამ ადგილობრივ მოსწავლეებს FIBA-ს ოფიციალური ბურთები გაუგზავნა, რომელიც სწორედ ამ ასაკის ბავშვებისთვისაა შექმნილი.

ის, რომ ბავშვებს ზამთარში აღარ შესცივდებათ,  „ქებული კლიმატის“ დამსახურებაა. კომპანიამ გათბობის სისტემით სრულად აღჭურვა დარბაზი და გასახდელები.

სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებში, კომპანია PRMC-თან ერთად, ჩართულები იყვნენ კომპანია „ნოვა“, რომელმაც სკოლა სარემონტო მასალის ნაწილით მოამარაგა. ასევე, სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს კომპანიებმა –  „სმაილ მიქსი“ და  „ზოდი“. კომპანია „ჯი თი ჯი“-მ სკოლის სპორტულ დარბაზs თანამედროვე განათებების სისტემა გადასცა, რითიც მოზარდებს მათთვის სასურველ დროს ვარჯიშის საშუალება ექნებათ.

დარბაზში გამოიცვალა სპორტული ინვენტარი. დამონტაჟდა ახალი შვედური კედლები, ფრენბურთის ბადე, კალათბურთის ფარები, შესაბამისად დაიხაზა იატაკი, რომლის სამუშაოებიც კომპანია „გლობალ სტანდარტმშენმა“ და მისმა დამფუძნებელმა, დავით ნოზაძემ შეასრულეს.

სპორტული დარბაზის გადახურვის სამუშაოები სამშენებლო კომპანია MBG-მ სრულად დააფინანსა.

ბერშუეთისთვის ჩატარებულ საქველმოქმედო აუქციონში მონაწილეობა მიიღეს კომპანიებმა: „ტრანსპორტერი“, „ლისი დეველოპმენტი“, „აი სი არ“,  „მაკგილი“, „ჯი თი ჯი“, „მეგობრობა“, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, ასევე, ჯაბა შელია, ანზორ ჩუბინიძე და ბაჩო ცხადაძე.

ანტიბულინგურ კამპანიაში კომპანია PRMC-ის პარტნიორები იყვნენ: „ჯინო ჰოლდინგი“, „მაკდონალდსი“, „ვისოლ ჯგუფი“, „ვენდის“, „დანქინ“, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, საქართველოს სახალხო დამცველი,  სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • 589
  •  
  •  
  •  
  •