საქართველოში ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი ზუგდიდში გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ზუგდიდში, დღეს ახალი სამაშველო-სახანძრო შენობა გახსნა, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდია.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს არის სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი, სადაც ყველაფერი ერთად იქნება კონცენტრირებული.

„ზუგდიდელებს პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო, დიდხანს შენდებოდა ეს შენობა. გამაღიზიანებელი იყო დაუსრულებელი მშენებლობა ქალაქის ცენტრში. თუმცა, როგორც დავპირდით, დავიწყეთ და სწრაფად დავასრულეთ. დღეს საქართველოში ეს არის ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი. ასეთი საქართველოში არ არის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტურად მომუშავე ობიექტი, რომელიც დღეს გაიხსნება. აქ დღეიდან ყოველდღიურად იქნება 20 მეხანძრე-მაშველი. იქნება ქიმიური უსაფრთხოების ზედამხედველობის დანაყოფებიც. ამ შენობაში ყველაფერი იქნება ერთად კონცენტრირებული. ეს იქნება ძალზედ ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ ხანძარს პირველ რიგში და რა თქმა უნდა, სრულფასოვნად შევასრულოთ ყველა ის სამაშველო სამსახური, რომელიც არის ამ ობიექტის მოვალეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობასაც ვულოცავ ამ დღეს, იმიტომ, რომ ეს ნაწილი ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის, ბოლო წლების განმავლობაში ცოტა უყურადღებოდ იყო, ახლა ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზუგდიდის ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა

„ზუგდიდელებს პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო, დიდხანს შენდებოდა ეს შენობა. გამაღიზიანებელი იყო დაუსრულებელი მშენებლობა ქალაქის ცენტრში. თუმცა, როგორც დავპირდით, დავიწყეთ და სწრაფად დავასრულეთ. დღეს საქართველოში ეს არის ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი. ასეთი საქართველოში არ არის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტურად მომუშავე ობიექტი, რომელიც დღეს გაიხსნება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნისას.

Posted by საქართველოს მთავრობა on შაბათი, 26 ოქტომბერი, 2019

  • 16
  •  
  •  
  •  
  •