ქართული ბუნებრივი ქვის გადამამუშავებელი საწარმო „ზოდი+“ გაიხსნა

სახელმწიფო პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი, ახალი საწარმო გაიხსნა. ქართული ბუნებრივი ქვის გადამამუშავებელი საწარმო „ზოდი+“ დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დაათვალიერა. გახსნის ღონისძიებას მინისტრთან ერთად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდა.

კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა, შიდა/გარე კარების და სარემონტო – მოსაპირკეთებელი მასალების წარმოებით არის დაკავებული. აღნიშნული 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ყავს 200-მდე ადამიანი და ყოველდღიურად საშუალოდ 350 მომხმარებელს ემსახურება.

2018 წლიდან, კომპანიამ ახალი პროდუქტის წარმოების დაწყება გადაწყვიტა. აღნიშნული იდეა, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა, კერძოდ, კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარების შეძენა და ბუნებრივი ქვების მწარმოებელი საწარმოს ამოქმედება შეძლო.

საწარმო, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ამოქმედდა და თბილისში, გურამიშვილის ქ. #188 არის განთავსებული. ამოქმედების პირველ ეტაპზე 20 ადამიანი დასაქმდა, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს პერიოდში კიდევ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.  პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 2 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. შპს „ზოდი +“ საქართველოს ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში  ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული მიმარტულების კომპონენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 329 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 719.9 მლნ ლარს აღემატება და სულ 12 340-ზე მეტი სამუშაო ადგილი სიქმნება.

  • 7
  •  
  •  
  •  
  •