მეუფე იაკობი: მკიდია, ისინიც და ესენიც, ბიძინათი დაწყებული, ყველანი

მეუფე იაკობის განცხადებით, ხელისუფლებას დღეს საპატრიარქოში ჰყავს დასაყრდენი ძალა, თუმცა მასთან ამას ვერ გააკეთებენ, რადგან მას ყველა „კიდია“.

სკანდალური განცხადებები ბოდბელმა ეპისკოპოსმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.

„თანამშრომლობაზე საუბარი მიდის, ყველასთან არა. ცდილობდნენ, ჩემთანაც ცდილობდნენ, მაგრამ ვერ ეცდებიან, იმიტომ, რომ მაპატიეთ და მკიდია, ისინიც და ესინიც. ბიძინათი დაწყებული და ყველანი. მაპატიეთ, დედას იმას ვუზამ ყველას (სტილი დაცულია)“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

„პირველთან“ ინტერვიუში მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, მის კაბინეტში, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაზე  „ეჩალიჩებოდნენ“.

  • 82
  •  
  •  
  •  
  •