სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს თანამშრომლებთან კომუნიკაცია აეკრძალა

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო, ჯიშჯარიანი კი დანაშაულს დღემდე არ აღიარებს

საკრებულოს წევრს, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს, პროკურატურამ სამსახურში მისვლისა და უფლებამოსილების განხორციელების უფლება არ მისცა.

როგორც მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, ილია ჯიშკარიანს ელექტრონული ხელმოწერები და სხვადასხვა აუცილებელი საქმე აქვს შესასრულებელი, თუმცა, პროკურატურამ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მას სამსახურში მისვლისა და თანამშრომლებთან კომუნიკაციის უფლება არ მისცა:

„მოგეხსენებათ,სასამართლომ ილიას აუკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია და ამის უფლება მას მხოლოდ პროკურორის სპეციალური ნებართვის საფუძველზე ექნება. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, თუმცა, ამ ეტაპზე მივიღეთ უარი. სამწუხაროდ, ამგვარი ქმედებით, ზარალდება საქმე და მოქალაქეთა უფლებები“.

11 ოქტომბერს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე, 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებასთან ერთად, ილია ჯიშკარიანს მოსამართლემ აუკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია პროკურატურის ნებართვის გარეშე.

საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, მისმა თანაშემწემ, თამთა თოდაძემ, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. მისი თქმით, შემთხვევა 30 სექტემბერს, დეპუტატის წარმომადგენლობის ოფისში მოხდა.

ილია ჯიშკარიანს ბრალი პროკურატურამ 8 ოქტომბერს წარუდგინა. იმავე დღეს სცნო პროკურატურამ დაზარალებულად თამთა თოდაძეც. ილია ჯიშჯარიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს

 

  • 6
  •  
  •  
  •  
  •