ქართული ათეული უელსიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთ ბატალიონის რეინჯერთა ათეული უელსიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიდ ბრიტანეთში გამართულ სწავლებაში Cambrian Patrol 2019 ქართულმა ქვედანაყოფმა მედალი 48 საათის განმავლობაში 65-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვისა და ამ მარშრუტზე 10 სახის სადაზვერვო დავალების შესრულებაში მოიპოვა. ქართველ სამხედროებს ჯილდო 160-ე ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ალან რიჩმონდმა გადასცა.

საქართველოს თავდაცვის ძალებმა Cambrian Patrol-ში წელს უკვე მეექვსედ მიიღო მონაწილეობა.

წელს Cambrian Patrol დაარსებიდან 60 წლისთავი აღნიშნა. პირველად სწავლება 1959 წელს ჩატარდა და საფუძვლად უელსის ტერიტორიული არმიის სამხედროების მიერ ჩატარებული ერთკვირიანი ტრენინგი დაედო. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს.

Cambrian Patrol 2019-ში საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფთან ერთად მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული სამეფოს, ლატვიის, მექსიკის, ნეპალის, კანადის, იტალიის, გერმანიის, პაკისტანის, ავსტრალიის, ჩეხეთის, ახალი ზელანდიის, ინდოეთის, ირლანდიის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, ბელგიის, ჩილეს, ბრაზილიის, კოსოვოს, შვეიცარიის, უკრაინის, ბელორუსის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სომხეთის 132-მა საპატრულო ჯგუფმა.

  • 170
  •  
  •  
  •  
  •