22 წლის სპორტსმენი, ირაკლი თოფურია შაურმით ინტოქსიკაციის გამო პარალიზებულია

დადგინდა, რომ ორგანიზმში მოხვდა ბაქტერია, რომელიც ორგანიზმის პარალიზებას იწვევს

22 წლის სპორტსმენი ირაკლი თოფურია შაურმის ინტოქსიკაციის გამო საავადმყოფოში მოხვდა – ამის შესახებ, ახალგაზრდა ბიჭის დედამ მანანა გოროზიამ გადაცემაში “სხვა ნანუკა” ისაუბრა. შემთხვევა ზაფხულში მოხდა, თუმცა  სპორტსმენის მდგომარეობა დღემდე მძიმეა.

“საშაურმიდან დაბრუნების შემდეგ დიარეა და სიცხე ჰქონდა. მესამე დღეს, ექიმმა უთხრა რომ ინტოქსიკაცია იყო და გადაიყვანეს სააავადმყოფოში. გარკვეული დროის შემდეგ დადგინდა, რომ მოწამვლამ გამოიწვია სინდრომი გენაბარი. ეს დაავადება 100000 ადამიანიდან ერთს ემართება. ეს არის ბაქტერია რომელიც, მთელს ორგანიზმს პარალიზებულს ხდის.

როგორც ქალბატონი ამბობს,  მან ცხელ ხაზზე დარეკა და პასუხად მიიღო ის, რომ აღნიშნული ობიექტი დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით და დაიხურა.

  • 277
  •  
  •  
  •  
  •