პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ადამიანის გვამი აღმოაჩინა

ბრიტანეთში, ესექსის საგრაფოში, სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ BBC იუწყება.

მანქანა ქალაქ გრეისის სამრეწველო ზონაში იდგა. პოლიცია ადგილზე დაახლოებით ღამის ორ საათზე მივიდა. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებულია 25 წლის ირლანდიელი, რომელიც ეჭვმიტანილია მკვლელობაში. რაც შეეხება ცხედრებს, პოლიციის ინფორმაციით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მათგან 38 ზრდასრული და ერთი არასრულწოლოვანია.

პოლიციას, ჯერ-ჯერობით, არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ არიან გარდაცვლილები, რადგან მათი ამოცნობის ოპერაცია დიდ დროს მოითხოვს. დადგენილია ასევე, რომ სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან დაიძრა და ბრიტანეთის ტერიტორია კვირას გადმოკვეთა.

“ჩვენ დავაპატიმრეთ სატვირთოს მძღოლი, რომელიც ეჭვიტანილია მომხდარში. ამ ეტაპზე მინდინარეობს გამოძიება” , – განაცხადა პოლიციელმა.

როგორც BBC იუწყება ამ ეტაპზე, მოხდარის შესახებ დეტალები დგინდება

  • 10
  •  
  •  
  •  
  •