აბორტირებული ჩანასახის დნმ წითელას, წითურას და ჩუტყვავილას ვაქცინებში

ტერეზა დეიშერის ღია წერილი კანონმდებლებს ვაქცინებში ადამიანის ჩანასახის დნმ–თან დაკავშირებით

2019 წლის 8 აპრილი. ტერეზა დეიშერის ღია წერილი კანონმდებლებს ვაქცინებში ადამიანის ჩანასახის დნმ–თან დაკავშირებით.

მე ვარ ტერეზა დაიშერი – ფარმაცევტული ინსტიტუტის „Sound Choice“ დამფუძნებელი და წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. ჩვენი მიზანია საზოგადოების ინფორმირება ვაქცინების უსაფრთხოების საკითხებზე და ასევე მწარმოებლებზე ზეწოლის განხორციელება, რათა მათ მოსახლეობას უფრო ხარისხიანი და უსაფრთხო ვაქცინები მიაწოდონ.

დოქტორის ხარისხი მოლეკულურ და უჯრედულ ფიზიოლოგიაში 1990 წელს დავიცავი სტენფორდის უნივერსიტეტში. სადოქტოროს შემდგომი ნაშრომები დავასრულე ვაშინგტონის უნივერსიტეტში. ჩემი პროფესიული კარიერა კომერციულ ბიოტექნოლოგიურ ინდუსტრიას მივუძღვენი. ჩემი საქმიანობა მოიცავდა ყველა სფეროს – დაწყებული ბიოლოგიური და სამკურნალო საშუალებების ძიებით, დამთავრებული მათი კლინიკური კვლევებით.

ჩემი წერილი ეხება დადასტურებულ სამეცნიერო ფაქტებს – წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინებში ადამიანის აბორტირებული ჩანასახის დნმ–ის არსებობას.

ეს უნდა ეცნობოს, როგორც კანონმდებლებს, ისე საზოგადოებას. კომპანია MERCK-ის წწყ ვაქცინა (ისევე, როგორც ჩუტყვავილას, პენტაცელი და A-ჰეპატიტის კომპონენტის შემცველი ყველა ვაქცინა) მზადდება ადამიანის აბორტირებული ჩანასახის ქსოვილების ბაზაზე და წარმოების პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე ძლიერად დაბინძურებულია ამ ქსოვილთა უჯრედების დნმ-ით. ვაქცინაციის შემდეგ უცხო დნმ-ის დონემ ჩვენი ბავშვების ორგანიზმში, მათი წონის, ასაკის და სისხლის საერთო მოცულობიდან გამომდინარე, შეიძლება 5 ნგ/მლ მიაღწიოს.

ნობილია, რომ ეს რაოდენობა საკმარისია ტოლის მსგავსი რეცეპტორ 9-ის (TLR9.Toll Like receptor) გააქტიურებისათვის, რაც საბოლოოდ აუტოიმუნურ თავდასხმამდე მიგვიყვანს (ტოლის მსგავსი რეცეპტორები (TLR) -რეცეპტორების ოჯახია, რომლებიც მწერებიდან დაწყებული, ადამიანის ჩათვლით, ყველა ორგანიზმში გვხვდება და ცენტრალურ როლს თამაშობს ბუნებრივ იმუნურ პასუხში. ადამიანს აქვს 1-დან 10-მდე ტოლ-ის მსგავსი რეცეპტორი. მათ უდიდესი როლი ენიჭება სხეულში შემოჭრილი უცხო დნმ-ის გასანადგურებლად – მთარგმნელის შენიშვნა).
იმის საილუსტრაციოდ, თუ რა აუტოიმუნური გავლენა აქვს უმცირესი რაოდენობით ემბრიონალურ დნმ-ს, განვიხილოთ შემდეგი: მშობიარობა იწყება მაშინ, როდესაც ნაყოფის ემბრიონალური დნმ-ის რაოდენობა დედის სისხლში გარკვეულ დონეს აღწევს. ეს ნაყოფის იმუნური უკუგდების დაწყებას იწვევს, რაც საბოლოო ჯამში სხვა არაფერია, თუ არა მშობიარობა.
ორსული დედის სისხლის შრატში აღმოჩენილია ნაყოფის დაახლოებით 300 ნუკლეოტიდური წყვილის სიგრძის მქონე დნმ (დნმ ნუკლეოტიდების წყვილსაგან შემდგარი ორმაგი სპირალია – მთარგმნელის [i] როდესაც მათი რაოდენობა 0,46-5,08 ნგ/მლ მიაღწევს, TLR9 მექანიზმის მეშვეობით ისინი მშობიარობის პროცესის დაწყებას იწვევენ. [ii]აბორტირებულ ქსოვილთა დნმ-ის რაოდენობა ბავშვის ორგანიზმში ვაქცინაციის შემდეგ იმავე დონეს აღწევს, რამაც დედის ორგანიზმში ნაყოფის აუტოიმუნური უკუგდება გამოიწვია.

ვინც ამბობს, რომ ემბრიონალური დნმ–ით დაბინძურებული ვაქცინები უსაფრთხოა – ან იმუნიტეტის და ტოლ–რეცეპტორების არაფერი გაეგება, ან სიმართლეს არ ამბობს!

თუ ემბრიონალურ დნმ-ს მშობიარობის გამოწვევა შეუძლია (ეს რა თქმა უნდა სასურველი აუტოიმუნური რეაქციაა), მაშინ ემბრიონალური დნმ-ის იგივე რაოდენობას ბავშვებში შეუძლია აუტოიმუნური რეაქციების (ანუ იმუნური სისტემის მიერ საკუთარ სხეულზე თავდასხმის განხორციელება – მთარგმნელის შენიშვნა) გამოწვევა. ჩანასახის დნმ-ის ფრაგმენტები ვაქცინების შემადგენლობაში მსგავსი ზომებისაა – ~215 წყვილი ნუკლეოტიდი.[iii]

ეს იმისი პირდაპირი ბიოლოგიური მტკიცებულებაა, რომ აბორტირებული ჩანასახის დნმ–ის მინარევები ვაქცინებში ანთებითი პროცესების უაღრესად ძლიერ ინიციატორებს წარმოადგენენ. უცხო ადამიანის დნმ-ის ფრაგმენტების ბავშვის ორგანიზმში შეყვანამ, შეიძლება იმუნური პასუხი გამოიწვიოს ამ უცხო დნმ-ის მსგავსი უბნების მქონე საკუთარი დნმ-ის მიმართ. აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებს აქვთ ადამიანის დნმ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები, რომლებიც არ გააჩნიათ არააუტისტ ბავშვებს. ეს ანტისხეულები აუტისტ ბავშვებში შეიძლება ჩაბმულ იქნენ აუტოიმუნურ თავდასხმაში.[iv]

დუკის უნივერსიტეტის სულ ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც აუტისტური დარღვევის მქონე ბავშვებს გადაუნერგეს საკუთარი ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები (წინასწარ სისხლის ბანკში შენახული), მათ საგრძნობლად გაუუმჯობესდათ ქცევები [v]. ეს მეტყველებს იმაზე, რომ აუტისტი ბავშვების უმეტესობა არ დაბადებულან ასეთად, რადგან ისეთი გენეტიკური დაავადებები, როგორიცაა დაუნის სინდრომის, ან კუნთოვანი ფიბროზი, ამ მეთოდით არ იკურნება.

გარემოში იდენტიფიცირებულ და აღმოფხვრილ, ან შემცირებულ უნდა იქნას აუტიზმის გამომწვევი ყველა ფაქტორი. მათ შორის ის ფაქტორებიც, რომლთა გამოჩენაც დროში აუტიზმის გავრცელების დაწყებას ემთხვევა – დაახლოებით 1980 წელი.

დროში ძალიან დიდი კორელაცია არსებობს აუტიზმის შემთხვევების გახშირებასა და ვაქცინების წარმოებაში ადამიანის აბორტირებული ნაყოფის უჯრედები გამოყენების დაწყებას (გვიან 70-იანებში) შორის [vi].

აუტისტური დარღვევების მქონე ბავშვების დაბადების ყველაზე ადრეულ წერტილად აშშ-ში 1981 წელი განისაზღვრა. ამას დროში უშუალოდ წინ უძღოდა წარმოების პროცესში ცვლილება:
1979 წლის იანვარში აშშ-ს წამლებისა და სამკურნალო საშუალებების კონტროლის სააგენტომ (FDA) ნებართვა გასცა შეცვლილიყო წითურას ვაქცინის წარმოების პროცესი. ცხოველური წარმოშობის (გამოყენებული იყო იხვის ემბრიონის ქსოვილი და ვირუსის HPV-77 შტამი) უჯრედები ჩანაცვლდა ადამიანის ემბრიონის WI-38-ის უჯრედებით (გამოყენებულ იქნა ვირუსის RA27/3 შტამი) [vii]. ადამიანის ემბრიონის WI-38 უჯრედების ხაზი გამოიყენება, როგორც მაშინ დაშვებული მონოვალენტური წითელას ვაქცინის, ისე ტრივალენტური წითელა, წითურა, ყბაყურას ვაქცინის წითურას კომპონენტის წარმოებაში.

1980 წლამდე აუტისტური სპექტრის დარღვევები ძალიან იშვიათი, თითქმის უცნობი დაავადება იყო. 2014 წელს კი, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების (CDC-ის) მონაცემებით 59-დან 1 ბავშვში დაფიქსირდა (2018 წლის მონაცემებით კი ¬უკვე 36-დან 1 ბავშვში – მთარგმნელის შენიშვნა). ეს ძალიან მკვეთრი ზრდაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2000 წლის მონაცემებით მხოლოდ 150-დან 1 შემთხვევა ფიქსირდებოდა. CDC-ს განცხადებით: „მთლიანი წლიური ხარჯი აუტიზმის სპექტრის დარღვევიან ბავშვებზე აშშ-ში 11,5-60,9 მილიარდი დოლარით იქნა შეფასებული.“ [viii]

წწყ ვაქცინის წითურას კომპონენტი შეიცავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ნორმაზე (10 ნგ ვაქცინის დოზაზე) 10-ჯერ მეტ ადამიანის ჩანასახის დნმ-ის მინარევს (175 ნგ) [x].

არცერთი სხვა სამკურნალო საშუალება FDA-ს მიერ არ დაიშვებოდა ბაზარზე ზედმიწევნითი ტოქსიკოლოგიური ანალიზის გარეშე (FDA მისდევს ICH-ის საერთაშორისო სტანდარტებს), მაგრამ ფარმაცევტულ ინდუსტრიას წწყ ვაქცინის დნმ-ით დაბინძურებასთან დაკავშირებით ასეთი ანალიზი არასდროს ჩაუტარებია.

ადამიანის ემბრიონის უჯრედის ბაზაზე დამზადებული ვაქცინები დაბინძურებულია უჯრედის ფრაგმენტებითა და ადმიანის დნმ-ის ნარჩენებით. მათი სრულად მოცილება ვერ ხერხდება ვირუსის გაწმენდის პროცესში, რომელიც წარმოების ერთ-ერთ ეტაპს წარმადგენს [xi]. დნმ-ბი ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა მარტო ნუკლეოტიდური თანმიმდევრობით, არამედ სახეობრივი თავისებურებითაც (დნმ-ის მეთილირება). ეს წარმოადგენს სახეობათა სპეციფიურ თვისებას. ამიტომ არაადამიანური წარმოშობის დნმ მომენტალურად უკუგდებულ იქნება TLR9 რეცეპტორის აქტივირებითა და ანტისხეულების წარმოებით, რასაც ვერ ვიტყვით ადამიანური წარმოშობის დნმ-ზე.სხვა ადამიანის ჩანასახის დნმ-ის ფრაგმენტებით დაბინძურებული ინექციების შეყვანა ჩვენი ბავშვების ორგანიზმში წარმოქმნის ორი კარგად ცნობილი პათოლოგიის ჩამოყალიბების საფრთხეს:1) ინსერციული მუტაგენეზი: სხვა ადამიანის ჩანასახის დნმ-ი ერწყმის ბავშვის დნმ-ს და იწვევს მუტაციებს. მცირე ფრაგმენტების ჰომოლოგიური რეკომბინაციის გამოყენებით გენურმა თერაპიამ აჩვენა, რომ ინექცირებული თაგვების 100%-ში დნმ-ის მხოლოდ 1,9 ნგ/მლ ოდენობით ფრაგმენტებიც კი იწვევენ ჩაერთებას ღეროვანი უჯრედების გენომში [xii]. წწყ-ის, ვარივაქსის (ჩუტყვავილა), ან A-ჰეპატიტის ვაქცინებით აცრის შემდეგ, სხვა ადამიანის ნაყოფის დნმ-ის ფრაგმენტების ოდენობა ჩვენს ბავშვებში 1,9 ნგ/მლ-ზე მაღალ დონეებს აღწევს.

2) აუტოიმუნური დაავადებები: სხვა ადამიანის აბორტირებული ემბრიონის დნმ-ი იწვევს ბავშვის იმუნური სისტემის მიერ საკუთარ სხეულზე თავდასხმის განხორციელებას.

დამატებითი საფრთხე: რეტროვირუსული დაბინძურება.

წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა დაბინძურებულია ადამიანის ენდოგენური რეტროვირუსით K (HERVK) [xiii].

ადამიანებში HERVK შეიძლება რეაქტივირდეს [xiv]. ის ახდენს გარკვეული პროტეინის (ინტეგრაზა) კოდირებას, რომელიც სპეციალიზირებულია დნმ-ის ადამიანის გენომში ინტეგრირებაზე.

რამდენიმე აუტოიმუნური დაავადება დაკავშირებულ იქნა HERVK-ის აქტივობასთან [xv].

ის რეტროვირუსების იმავე ოჯახიდანაა, როგორც გენური თერაპიის ერთ კვლევაში გამოყენებული MMLV ვირუსი. გენური თერაპიის ამ კვლევაში გენის არასწორმა შერწყმამ (ინსერციული მუტაგენეზი) 9-დან 4 ბიჭის შემთხვევაში დამატებითი სომატური მუტაციები და კიბო გამოიწვია [xvi].

ამიტომ შესაძლებელია, რომ წწყ ვაქცინაში არსებული HERVK გენის ფრაგმენტი აქტიურია და ახდენს ინტეგრაზას, ან გარსის ცილის კოდირებას. ამდენად მას აქვს პოტენციალი გამოიწვიოს გენის ჩანერგვა და ამით მოახდინოს ინსერციული მუტაგენეზის სტიმულირება და გამოიწვიოს ორგანიზმის იმუნური რეაქციები საკუთარ ანტიგენებზე.

წწყ ვაქცინა დაბინძურებულია ერთის მხრივ უცხო ემბრიონის დნმ-ის ფრაგმენტების მაღალი დოზებით, მეორეს მხრივ კი – HERVK -ით. ეს გარემოება წარმოადგენს შეუსწავლელ რისკს და მოიცავს უზარმაზარ საფრთხეს ინდივიდუალური და საზოგადო ჯანმრთელობისათვის.

გადაწყვეტილება:

ისევე, როგორც ეს წარმატებით გაკეთდა იაპონიაში, უნდა განხორციელდეს ზეწოლა მწარმოებლებზე, რომ ისინი დაუბრუნდნენ წითურას ვაქცინების ისეთ წარმოებას, რომელიც დაფუძნებულია ცხოველური უჯრედის ხაზზე:

უნდა დაეფუძნოს, ცოცხალი, ატენუირებული (დასუსტებული) წითელას ვირუსის ტაკაჰაშის შტამებს, რომლებიც წარმოებულია ბოცვერის თირკმლის უჯრედებზე. ახლახან დადასტურდა, რომ ამ ვაქცინის ერთჯერადი დოზა უზრუნველყოფს იმუნიტეტის შენარჩუნებას სულ მცირე 10 წლის მანძილზე, თუ წითურა იმყოფება რეგიონული კონტროლის ქვეშ [xvii].

როგორც ეს იაპონიაში კეთდება, წწყ ვაქცინა უნდა გაიყოს (თითო ვირუსისთვის) ინდივიდუალურად შეთავაზებულ სამ ვარიანტად.

საზოგადოების უსაფრთხოებისათვის გათვალისწინებულ და აღმოფხვრილ უნდა იქნას ზემოთხსენებული რისკები. ამისათვის უნდა შეიცვალოს წწყ ვაქცინის წარმოების პროცესი.
მადლობა ყურადღებისათვის. მოხარული ვიქნები ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც გაგიჩნდებათ ზემოთ მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით.

პატივისცემით,
დოქტ. ტერეზა დაიშერი

  • 34
  •  
  •  
  •  
  •