დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფი, შესაძლოა 2020 წლისთვის გაიზარდოს

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ახალი თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, შესაძლოა 2020 წლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს.

ამის შესახებ, სემეკის თავმჯდომარემ “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.

“ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის 2020 წლის ბოლოს ამის საჭიროება დადგეს. რაც შეეხება წყლის ტარიფს, ევროპის მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნაა და ხდება დაახლოება ევროპულ სისტემასთან. დღეს ჩვენთან სამომხმარებლო ტარიფი უფრო დაბალია, კომერციული მაღალია. ამ საკითხზე ცალკე მუშაობა მოგვიწევს და ეს მოდელი დიდხანს ალბათ, ვერ შენარჩუნდება”, – განაცხადა ნარმანიამ.

  • 10
  •  
  •  
  •  
  •