საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს ატოცში აღარ გამოჩენილან

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს აღარ გამოჩენილან.

საოკუპაციო პერიმეტრზე ამ დრომდე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები, რომლებმაც დღეს მედიას საშუალება მისცეს ატოცის განაპირა ტერიტორიაზე შესულიყვნენ და ადგილზე გაცნობოდნენ ვითარებას.

ე.წ. სასაზღვრო ნაგებობების ინსტალაციის მიზნით, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები 19 ოქტომბერს გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე, ლითონის ბადეები მიიტანეს.

  • 7
  •  
  •  
  •  
  •