თბილისში აფეთქების შედეგდ 4 ადამიანი დაშავდა

ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან

გურამიშვილის გამზირზე, 34 ნომერში 16 სართულიან საცხოვრებელი კორპუსში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ჩამოინგრა კორპუსის ოთხი სართული.

მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა.

ამ დროისთვის კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. სამუშაოების დასრულებამდე ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები რჩებიან. ამასთან, გურამიშვილის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •