შატილში დამწვარ სკოლა-პანსიონს ევროპული სკოლა და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი დაეხმარებიან

შატილში დამწვარ სკოლა-პანსიონს ევროპული სკოლა და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი დაეხმარებიან.

როგორც GIG იტყობინება, ისინი სკოლა-პანსიონატს სასკოლო ინვენტარს შეუძენენ, ევროპული სკოლის მოსწავლეები კი საკუთარ თანატოლებს სხვადასხვა ნივთს აჩუქებენ.

“გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ დავწერეთ ვეძებდით სკოლებსა და პანსიონებს, რომლებსაც “საქართველოს ინდუსტრიული” ჯგუფი დაეხმარებოდა. ასე გავაკეთეთ შარშანაც. როცა საახალწლოდ ჩვენი პარტნიორები ამ აქციის თანამონაწილეები გახდნენ და მათი საჩუქრებისთვის განკუთვნილი თანხით ბარისახოსა და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონებს ინვენტარი, კომპიუტერები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი შევუძინეთ… წელსაც იგივე გვინდოდა. ვეძებდით, ვარჩევდით…გუშინ შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა, 8 ბავშვი დარჩა სკოლის გარეშე. უკვე ითქვა რომ სკოლა მალე აღდგება. ჩვენი კი საახალწლოდ ზუსტად ვიცით ვისაც გავახარებთ…

ჯი-აი-ჯი ჯგუფი სასკოლო ინვენტარს: მერხებს, ავეჯს, დაფებს, კომპიუტერებს, წიგნებს, სახატავებს , სპორტულ ინვენტარს, საყოფაცხოვრებო ნივთებს შეიძენს. და რაც ყველაზე მეტად გვახარებს ამ აქციაში ბავშვები არიან ჩართულები. “ევროპული სკოლის” მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი დახმარებოდნენ თანატოლებს. საბოლოოდ გამოვიდა “ბავშვები ბავშვებისათვის”,- ნათქვამია GIG-ის განცხადებაში.

შატილში არსებული ერთადერთი სკოლა-პანსიონი, სადაც 8 მოსწავლე სწავლობდა, გუშინ დაიწვა.

  • 21
  •  
  •  
  •  
  •