ერდოღანის აგრესიული პოლიტიკით იმედგაცრუებული ინვესტორები – ელოდება თუ არა თურქეთს ეკონომიკური კოლაფსი?

თურქეთის საავტომობილო მომწოდებლებლის (Taysad) ასოციაციის პრეზიდენტი, ალპერ კანკა იმედგაცრუებულია.

“მაშინ, როდესაც ფიქრობ, რომ პრობლემები ნაკლებია და გაურკვევლობა იკლებს, ასეთი ცუდი ამბები ხდება”,  – აცხადებს ის.

კანკა იზმირთან ახლოს, Volkswagen– ის ქარხნის მშენებლობას, მაქსიმალურად მხარდაჭერას უცხადებდა. თუმცა, გერმანულმა კონცერნმა თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული სამხედრო შეტევის გამო უკან დაიხია და საქართველოს მეზობელ სახელმწიფოში საწარმოს გახსნა გადაიფიქრა.  გერმანელებმა რისკზე წასვლისგან თავი შეიკავეს.

“თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაშინ ასეთი სიახლეები სავალალოა”,- აღნიშნავს თურქი ბიზნესმენი და თურქი ჯარის ქმედებებს სირიაში გმობს და კატეგორიულად ემიჯნება.

მის მსგავსად, დღეს ბევრი თურქი მეწარმე ფიქრობს, რომ სამხედრო შეტევა ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის ეკონომიკას სერიოზულად ავნებს. აშშ არაერთხელ დაემუქრა თურქეთს მასობრივი სანქციებით, თუ ის ქურთებზე შეტევას განახორციელებდა, მუქარა კი ახლა, ტრამპმა რეალობად აქცია. თეთრმა სახლმა ანკარას საბაჟო გადასახადები გაუძვირა და რამდენიმე მინისტრი თუ სამინისტრო შავ სიაში შეიყვანა. შეწყვიტა სავაჭრო მოლაპარაკებებიც. თურქეთის ეკონომიკა ამ ეტაპისთვის მშვიდად რეაგირებს, მაგრამ არსებობს მზარდი ნიშნები იმის შესახებ, რომ ინვესტორები შებრუნდებიან.

“თურქეთის ფინანსური ბაზრები მასობრივად პოლიტიკურ დღის წესრიგშია”, – ნათქვამია თურქული ბანკის Denizbank– ის ანალში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ პარტნიორებთან დავა ვერ მოგვარდება, თურქეთს კიდევ ერთი ეკონომიკური კოლაფსი ემუქრება. ამ ყველაფრის მიზეზი კი ერდოღანის გადაწყვეტილებაა, რომელმაც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციების წამოწყება გადაწყვიტა. თურქეთის პირველმა პირმა შეტევა სირიაზე მას შემდეგ განახორციელა, რაც ტრამპმა შტატების სამხედროები სასაზღვრო ზონიდან გაიყვანა. ოპერაციის მიზეზად, თურქეთი რეგიონში უსაფრთხო ზონის შექმნასა და ტერორისტების განადგურებას ასახელებს, მაგრამ თურქეთის მოქმედებებმა საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. ევროკავშირის მრავალმა ქვეყანამ ანკარასთან სამხედრო შეიარაღების მიყიდვაზე უარი განაცხადა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა და ა.შ.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •