ავღანეთში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 62 ადამიანი დაიღუპა, 100 კი დაშავდა

ავღანეთში, ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 62 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე დაშავებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

ტერორისტული აქტი ნანგარჰარის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, ჰასკა მეინას დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთზე პარასკევის ლოცვის დროს განხორციელდა. მეჩეთის შიგნით დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედების შემდეგ შენობის სახურავი მთლიანად ჩამოინგრა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

  • 3
  •  
  •  
  •  
  •