მარიამ კვაშილავა: მე თვითონ გავხდი დეპრესიის მსხვერპლი, მაგრამ გავუმკლავდი

როგორ დავამარცხოთ დეპრესია - რჩევები ქალებს ყველაზე პოპულარული ფეისბუქ ჯგუფების ავტორისგან

თავის 22 წლის ასაკში უკვე ბევრი რამ მოასწრო – ჯერ კიდევ თინეიჯერი გოგონა გახდა დამოუკიდებელი ადამიანი, ისწავლა სამ ქვეყანაში, შეიძინა პროფესია, შეიყვარა, განიცადა, გაუმკლავდა და დაბრუნდა… დაბრუნდა, რომ გააგრძელოს, ახლა უკვე სხვების დახმარება. სოციალურ სივრცეში თითქმის ყველა გოგონა იცნობს, როგორც ყველაზე პოპულარული ჯგუფების Beauty lab-ის და Glam factory-ის დამფუძნებელს, რომელმაც ათასობით გოგონა ერთ სივრცეში გააერთიანა და სილამაზის ინდუსტრიაში შეახედა.

მარიამ კვაშილავა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, სორბონას უნივერსიტეტი წელს დაამთავრა და საქართველოში დაბრუნდა, ახალი იდეებით და ახალი მისიით. როგორც თავად ამბობს, მის მიერ შექმნილი ჯგუფები გოგონების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, როგორც სილამაზის სფეროში, ასევე მათი უფლებების დაცვის მხრივ…

მარიამი BeBride–ის სტუმარია. ეს საინტერესო გოგონა დღეს  განვლილ გზასა და იმ რეალურ ისტორიაზე მოგიყვებათ, რის გამოც კიდევ ერთი ახალი ჯგუფი შექმნა და ამით,  საკუთარ თავში „დაკარგული“ გოგონების დახმარება გადაწყვიტა.

მარიამ კვაშილავა: 14 წლის ვიყავი, როცა ამერიკაში ორი თვით წავედი, იქ აბსოლუტურად სხვა ცხოვრება და სხვა თავისუფლება ვნახე და მივხვდი, რომ ასეთ გარემოში განათლების მიღება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა, რაც მივიღე კიდეც და სასწავლებლად დავრჩი.

ერთი წლის შემდეგ, როცა საქართველოში ჩამოვედი ბრიტანულ პროგრამაზე შევიტანე აპლიკაცია, მივიღე დაფინანსება და ორი წლით ბრიტანეთში გავემგზავრე სასწავლებლად. მე–12 და მე–13 კლასი ბრიტანეთში A ლეველზე უნდა მესწავლა. ამის შემდეგ წარმატებით ჩავაბარე სამი გამოცდა  და სახელმწიფოსგან მივიღე ჯილდო, მაგრამ გადავწყვიტე, რომ სწავლა არა  კემბრიჯში, (საიდანაც ოფერები მქონდა)  არამედ პარიზში, სორბონაში, ხელოვნებამცოდნეობის მიმართულებით გამეგრძელებინა. ბავშვობიდან ვსაუბრობ ფრანგულად და სორბონაში განათლების მიღება ამ ფაქტმაც განაპირობა. წელს სწავლა დავამთავრე და საქართველოს დავუბრუნდი.

ვარ მხატვარიც, ინგლისში და საფრანგეთში მქონდა გამოფენები. თავიდან უფრო  ორიენტირებული ხელოვნებაზე ვიყავი. ახლა მიზნები და გეგმები შემეცვალა.

დღეს ჩემი სამომავლო გეგმები,  ძირითადად  ხელოვნებას და საქართველოში ახალი არტისტების განვითარებას უკავშირდება. მიმაჩნია რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს პრობლემა დარეზერვებული სივრცეების, (ეს სივრცეები არის მხოლოდ იმ რამდენიმე ადამიანის, რომლებმაც იქ ყოფნა მოახერხეს) რა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ვმუშაობ ხელოვნებათმცოდნეობის კვლევებზეც. ჩემი საბოლოო მიზანია დაიწეროს საქართველოს ხელოვნების ისტორია, რომელიც ერთად შეკრული არ არსებობს. მინდა ეს ქრონოლოგია შევქმნა. ეს არის ულევი მასალა, რისგანაც შეიძლება შეიქმნას ძალიან ბევრი პროფილი, ბევრ ისეთ არტისტზე, რომელსაც შეიძლება დღეს არც კი ვიცნობთ. წაიკითხეთ ვრცლად:

ავტორი: დეა თავბერიძე

  • 108
  •  
  •  
  •  
  •