გაუსაძლისი ვითარება და საცობები თბილისის მეტროში (ვიდეო)

უკვე მეორე კვირაა დედაქალაქის მეტროპოლიტენში გაუსაძლისი ვითარებაა.

ტაქსების რეგულაციის შემდეგ მეტროთი გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. ხალხის დიდ ნაკადს ვერც თავად მატარებლების რაოდენობა და ვერც მეტროსადგურების მოცულობა უმკლავდება.

განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია სადგურის მოედანზე, სადაც ორი ხაზი ერთმანეთს კვეთს. აქ, მოქალაქეებს მინიმუმ 20 წუთი ჭყლეტვაში დგომა და გზის გაკვლევა უწევთ.

 

  • 9
  •  
  •  
  •  
  •