UWW-ს სპეციალური პრიზები თამაზ გეგეშიძეს, ზარიბეგ ბერიაშვილს, მიხეილ სალაძესა და ვაჟა კრავეიშვილს

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ ქართველი მწვრთნელები მსოფლიო ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) ქართველი მწვრთნელები – თამაზ გეგეშიძე (უფროსი), ზარიბეგ ბერიაშვილი, მიხეილ სალაძე და ვაჟა კრავეიშვილი, მსოფლიო ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოთი და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

დამსახურებულ ქართველ მწვრთნელებს პრიზები, დღეს, ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საფინალო დღეს გადაეცათ.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ კი, თავის მხრივ, სპეციალური პრიზებით, საქართველოს ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის თამაზ მაჭავარიანი, ბაკურ გოგიტიძე, თამაზ გველუკაშვილი და ჯემალ არობელიძე დააჯილდოვა.

 

  • 311
  •  
  •  
  •  
  •