ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი 19 მედლით დაასრულეს

ვეტერანი მოჭიდავეების ანგარიშზე 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს მედალია

თბილისის სპორტის სასახლეში მიმიდინარე მსოფლიო ჩემპიონატი, ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა 19 მედლით დაასრულეს.

19 მედლიდან, 4 ოქროა, 4 – ვერცხლი, 11 კი – ბრინჯაო

აქედან, 10 მედალი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზეა, 9 კი – თავისუფალი სტილით მოჭიდავეების.

ოქროს მედლები მოიგეს:

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები:

ოქრო – ზურაბ წიქარიძე, აკაკი ჩაჩუა, ამირან სვანიძე

ვერცხლი – შმაგი გოქაძე, დავით კუპრაშვილი,

ბრინჯაო – მახო გოგოლაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, ვასილ გოგოლაძე, ირაკლი ჭოჭუა, მამუკა ხემშიაშვილი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები:

ოქრო – ლუკა კურტანიძე

ვერცხლი – ვალერი კუპატაძე, ჯამბულ სანაკოშვილი

ბრინჯაო – გოჩა კირკიტაძე, ალუდა სილაგაძე, ვახტანგ ნარიაშვილი, ბონდო სარდანაშვილი, მალხაზ როზომაშვილი, მალხაზ ჯორბენაძე;

საქართველომ, ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობა 50-მდე ქვეყნის 700-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო.

  • 431
  •  
  •  
  •  
  •