მსოფლიო თასი: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ავსტრალიასთან 27:8 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე გამოსვლა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა.

მილტონ ჰეიგის გუნდმა პირველ ტაიმში მხოლოდ 3 საჯარიმო ქულის აღება მოახერხა, მეორე ნახევარში კი, ქართველთაგან ერთადერთი ლელო თოდუამ გაიტანა და ამით, ბორჯღალოსნებმა თავიანთი მაქსიმუმი დააფიქსირეს.

საპირისპიროდ, ავსტრალიელებმა საქართველოს კიდევ 17 ქულა აუღეს. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მოწინააღმდეგემ საქართველოს ორი ლელო დაუდო, რომლებიც ვერ გარდასახეს და ამით 4 ქულა დაკარგეს.

მსოფლიო თასზე მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ ურუგვაის დამარცხება მოახერხა. ავსტრალიასთან მატჩით, ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულეს.

ფოტო: რაგბის კავშირი

  • 6
  •  
  •  
  •  
  •