ილია ჯიშკარიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს,  სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლო სხდომა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაცვლად, “ნიუ ჰოსპიტალის” კლინიკაში გაიმართა, სადაც ჯიშკარიანი მკურნალობას გადის.

10 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რომელიც სასამართლომ სრულად გაიზიარა. ამასთან, მოსამართლემ, ბრალდებულს დაზარალებულ თამთა თოდაძესთან მიახლოება და საქმის მოწმეებთან კომუნიკაციაც აუკრძალა.

ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარედგინა. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

  • 7
  •  
  •  
  •  
  •