- რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა
- ისტორიული ოქრო ტურინიდან - რევია-კაზაკოვას წყვილი გრან პრის გამარჯვებულია(ვიდეო)
- თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
- ბავშვთა ქალაქ "მზიურში" სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
- ბაღების მართვის სააგენტომ 500 000-მდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინა
აკაკი ჩაჩუა და ამირან სვანიძე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან
საქართველოს ნაკრების აქტივში, ამ დროისთვის, 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს, საქართველოს ვეტერან მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
9 ოქტომბერს, მედლების 12 კომპლექტი გათამაშდა, C (46-დან 50 წლამდე) და D (51-დან 55 წლამდე) დივიზიონებში.
სიდნეის ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე აკაკი ჩაჩუამ (70 კგ. C დივიზიონი) და ამირან სვანიძემ (88 კგ. C დივიზიონი) ყველა შეხვედრა მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. დავით კუპრაშვილმა (100 კგ. C დივიზიონი) მეორე ადგილი დაიკავა, მალხაზ გოგოლაძემ (62 კგ. D დივიზიონი) – მესამე.
მსოფლიოს პირველობის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მონაგარი 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, პირველ საჭიდაო დღეს, ზურაბ წიქარიძემ მოიპოვა(100 კგ. B დივიზიონი), შმაგი გოქაძე (88 კგ. B დივიზიონი) კი ვერცხლს დასჯერდა.
157