საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები დოჰაში ქვიშის თამაშებზე იასპარეზებს

ქვიშის პირველი თამაშები, ყატარის დედაქალაქ დოჰაში 12-16 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს ქვიშით მოჭიდავეთა ნაკრები 12-16 ოქტომბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში ქვიშის თამაშებზე იასპარეზებს.

ეროვნულ გუნდს, ხვალ, ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმოდ გააცილებენ.

ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე, რომელიც  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC ) ეგიდით გაიმართება, სპორტის 14 დისციპლინაში, 97 ქვეყნის 1237 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ქვიშის თამაშებზე, საქართველოდან მონაწილეობას მხოლოდ მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მიიღებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

● ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ)
● დავით ხუციშვილი (80 კგ)
● დათო მარსაგიშვილი (90 კგ)
● მამუკა კორძაია (+90 კგ)

  • 15
  •  
  •  
  •  
  •