რისგან გიცავთ და რატომ უნდა გააფორმოთ საქორწინო კონტრაქტი

საქორწინო კონტრაქტებს საქართველოში წყვილების დაახლოებით 1 პროცენტი აფორმებს. არადა, ეს პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია მიღებულია. საქართველოში ასეთი დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა არაინფორმირებულობის ბრალიც იყოს, რადგან ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ საქორწინო კონტრაქტი საუკეთესო საშუალებაა მშვიდობიანად გადაწყდეს ისეთი დავა, როგორიცაა წყვილებს შორის ქონების გაყოფა განქორწინების შემთხვევაში.

ამ საკითხზე აშშ-ში ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა. აღმოჩნდა რომ წყვილებს, რომლებსაც გაფორმებული ჰქონდათ საქორწინო კონტრაქტი, უფრო მყარი ოჯახი და მრავალწლიანი თანაცხოვრება აკავშირებდათ, ვიდრე მათ, ვინ კონტრაქტის გარეშე იქორწინეს.

მარიამ გინტურს, მომავალმა მეუღლემ ოჯახის შექმნასთან ერთად საქორწინო კონტრაქტის დადებაც შესთავაზა. ისიც დათანხმდა. პროფესიით იურისტი წყვილი ხელის მოწერამდე ნოტარიუსთან მივიდა და ქონებრივი უფლებები გადაინაწილა. წაიკითხეთ ვრცლად: 

  • 1
  •  
  •  
  •  
  •