თბილისის “დინამო”, წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაზე წელს პირველად იასპარეზებს

კლუბს დებიუტი, 9 ოქტომბერს, ესპანური "ტერასას" წინააღმდეგ ექნება

თბილისის “დინამო”, წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაზე წელს პირველად იასპარეზებს.

კლუბს პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტუნირზე დებიუტი 9 ოქტომბერს ესპანური “ტერასას” წინააღმდეგ ექნება.

ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 16 საუკეთესო გუნდი ორ ჯგუფშია გადანაწილებული. თბილისის “დინამო” B ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ფერენცვაროში, ვასპო ჰანოვერი, მარსელი, ზაგრების მლადოსტი, ოსც ბუდაპეშტი, პრო რეკო, ტერასა. 8 გუნდიდან ფინალურ ეტაპზე 4 საუკეთესო გავა.

თბილისის “დინამოს” ჯგუფურ ეტაპზე 7 საშინაო და 7 გასვლით მატჩს ჩაატარებს. შეხვედრებს სპორტკომპლექსი “ოლიმპიკი” უმასპინძლებს.

თბილისის “დინამოს” შემადგენლობა ასეთია: სანდრო ადეიშვილი, ბესარიონ ახვლედიანი, მიხეილ ბაღათურია, ფაბიო ბარალდი, ანდრია ბითაძე, ვალიკო დადვანი, გიორგი ერისთავი, გიორგი გვეტაძე, რევაზ იმნაიშვილი, ხვიჩა ჯახაია, მარკო ელაჩა, ბექა ქავთარაძე, გურამ ხუციშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, გიორგი მესხი, ირაკლი რაზმაძე, ზურაბ რურუა, თედო შავშიშვილი, ნიკოლოზ შუბლაძე, ნიკა შუშიაშვილი, დაჩი თევდორაშვილი, დამირ ცრეპულია, ბორის ლაპენსკი;

მატჩი, თბილისის დროით, 22 საათსა 30 წუთზე დაიწყება.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •