ბერშუეთელი ბავშვები ახალი სპორტული დარბაზის გახსნისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში, სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები სრულდება.  დარბაზი სრულ ექსპლუტაციაში უახლოეს პერიოდში შევა. მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დაგეგმილია დარბაზის გახსნის ღონისძიება, რისთვისაც ბერშუეთის სკოლის მოსწავლეები საგანგებოდ ემზადებიან და სტუმრებისთვის სხვადასხვა აქტივობებს ამზადებენ.

1973 წელს აშენებული დარბაზის დაზიანებული სახურავიდან წყალი წლების განმავლობაში ჩადიოდა, რის გამოც მოსწავლეებს დანესტილ კედლებში, უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში.

განადგურებული ინვენტარი, მოძველებული და ჩამტვრეული იატაკი, ნაგავსაყრელად ქცეული გასახდელები, სადაც კედლები მიწისძვრის შედეგად დაინგრა, გაუსაძლისი სიცივე – სწორედ ამ გარემოში უტარდებოდათ მოზარდებს სპორტის გაკვეთილები, ადგილობრივების ნაწილი კი სავარჯიშოდ ახლომდებარე სოფელ ზეღდულეთამდე 7 კილომეტრს ყოველდღე ფეხით გადიოდა.

საკონსულტაციო ჯგუფმა PRMC, გასულ წელს, სოციალური პროექტი „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ დაიწყო, რომლის პირველი ეტაპიც 18 დეკემბერს, „ფუნიკულიორზე“ საქველმოქმედო აუქციონით დასრულდა.

ქართველი და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების პირადი აქსესუარების აუქციონიდან შემოსული თანხა ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას მოხმარდა. თუმცა, რომ არა კომპანიის პარტნიორები და კეთილი ნების ელჩები, ეს თანხა ამ მასშტაბის სამუშაოს ვერ ეყოფოდა. PRMC განსაკუთრებულ მადლობას უხდის “ჯინო ჰოლდინგსა” და მის დამფუძნებელს, ნოდარ გიორგაძეს. კომპანიებს: “მაკდონალდსი”, “ვისოლ ჯგუფი”, “ლისი დეველოპმენტი”, “ICR”, “ტრანსპორტერი”, “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფი”, შპს “მეგობრობა”, “MCGILL”.

რამდენიმე კომპანიამ ბერშუეთის სკოლისთვის სრულიად უსასყიდლოდ გამოყო სამშენებლო მასალები და ტექნიკა.

სპორტული დარბაზის გადახურვის სამუშაოები სრულად სამშენებლო კომპანია MBG-მ შეასრულა, თანამედროვე განათებები სკოლას საჩუქრად კომპანია GTG-მ გადასცა.

კომპანია „ზოდის“ დახმარებით სპორტული დარბაზის შესასვლელში და გასახდელებში, დამონტაჟდა სამი კარი, რომელიც ზამთარში სითბოს შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

საევაკუაციო გასასვლელი, რომელიც წლების განმავლობაში დამტვრეული ფიცრებით და სხვა ნარჩენებით იყო ამოქოლილი, შესაბამისი სტანდარტის მქონე რკინის კარით შეიცვალა.

ქართული სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია „ნოვა“, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების დღიდან PRMC-ის  პარტნიორია. „ნოვას“ დახმარებით, დარბაზი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციით/მასალებით გარემონტდა. კომპანია Smile Mix-ის  დახმარებით, დარბაზი, გასახდელები და სველი წერტილები ასევე ეკოლოგიურად სუფთა და ტყვიისგან თავისუფალი საღებავით შეიღება.

„ქებული კლიმატისგან“ საჩუქრად ბერშუეთის სკოლის სპორტულ დარბაზსა და გადასხელ ოთახებში გამათბობლები დამონტაჟდა, რაც მოზარდებს საშუალებას მისცემს წელიწადის ყველა დროს სრულფასოვნად ივარჯიშონ.

კომპანია PRMC-ის აქტიური კომუნიკაციითა და შუამდგომლობით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბერშუეთის სკოლის მესერი სრულად გამოცვალა, სწორედ უწყების დაფინანსებით გარემონტდა დარბაზის გვერდით მდებარე ორი ოთახიც.

ბერშუეთელ ბავშვებს კვლავ ელით ბევრი საჩუქარი ჩვენი კეთილი ნების ელჩებისგან – ისინი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილისგან, შალვა გოგოლაძისგან საჩუქრად ტატამს მიიღებენ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე პატარა სპორტსმენებს კიმონოებს გადასცემს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია – საჭიდაო ფინკებს, კალათბურთის ფედერაცია – კალათბურთის ბურთებს, საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივი“ კი მოსწავლეებს ფეხბურთის ბურთებითა და მაისურებით დაასაჩუქრებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • 418
  •  
  •  
  •  
  •