“ვინ არის Wedding Guy – ყველაზე პოპულარული ვიდეოგრაფი საქართველოში

თავად მას ქორწილი, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ჰქონდა… მთელი ქვეყანა შემოიარა ულამაზეს დედოფალთან ერთად და ყველა ემოცია ვიდეო კარდში აღბეჭდა. შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმაც ნახა საქორწინო ფოტოებით გაფორმებული ავტომობილი, უბედნიერესი წყვილით, რომელმაც საკუთარი ჰობი ბიზნესად აქცია და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერის პოზიციაც დაიკავა.

მაშ ასე, bebride წარმოგიდგენთ The Wedding Guy-ს საოცარ ისტორიას, სიყვარულზე და საქმეზე, რომელმაც ბედნიერი ოჯახი და წარმატება მოუტანა.

Wedding Guy 24 წლის გიორგი ჯობავაა, ის საქართველოში დღეს ყველაზე სასურველი და მოთხოვნადი ვიდეოგრაფია. Wedding Guy–ს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ 270 000 მიმდევარი ჰყავს, მის მიერ გადაღებულ ვიდეოებს კი – ათი ათასობით გაზიარება და ასი ათასობით ნახვა. თავად ამბობს, რომ ამ პოპულარობის მთავარი საიდუმლო  სიყვარულია.

Wedding Guy ანუ , როგორც თავად ამბობს „ქორწილის ტიპი“ დღეს beBride-ის სტუმარია.

გიორგი ჯობავა: ბავშვობიდან მიზიდავდა კამერა, ალბათ იმიტომ რომ დედას ჰქონდა და აბსოლუტურად ყველაფერს იღებდა. მთელი ჩემი ბავშვობა აქვს გადაღებული, რას ვაკეთებდი, როგორ დავრბოდი, როგორ ვთამაშობდი, 50-მდე კასეტა გვაქვს სახლში. სულ მინდოდა რომ მეც გადამეღო, ჰოდა, დავსდევდი „გადამაღებინეს“ ძახილით. შეიძლება სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დღეს ეს სფერო ძალიან მიყვარს. თუმცა, სკოლის პერიოდში საერთოდ არ მქონია შეხება გადაღებასთან, სწავლისკენ ვიყავი მიმართული, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. მერე უნისვერსიტეტში მარკეტინგზე ჩავაბარე და იქაც ძალიან კარგად ვსწავლობდი. წაიკითხეთ ვრცლად:

  • 2
  •  
  •  
  •  
  •