28 სექტემბერს, Nine Club-ში პანჩოს კონცერტი გაიმართება

28 სექტემბერს, Nine Club-ში პანჩოს კონცერტი გაიმართება.

90-იანი წლებიდან დღემდე, არაერთი ცნობილი ჰიტის ავტორს, კონცერტი დიდი ხანია არ ჩაუტარებია. ამიტომაც კონცერტს მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერის სახელი “ასი წლის შემდეგ” ერქმევა.

პანჩოს, იგივე ლევან მგალობლიშვილის თქმით, კონცერტზე ის ყველასათვის ნაცნობ სიმღერებთან ერთად ახალ სიმღერებსაც შეასრულებს.

კლუბის გადაწყვეტილებით, კონცერტზე დასწრება უფასოა, თუმცა ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა. დამსწრე, მინიმუმ 21 წლის უნდა იყოს.

  • 4
  •  
  •  
  •  
  •