სამი მსოფლიო რეკორდი – ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია (ვიდეო)

ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 484 კგ დაძლია

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია.

ქართველმა ფალავანმა, ატაცში 220 კილო დაძლია და თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, აკვრაში კი ლაშამ პირველ მისვლაზე 247 კილოგრამი დაძლია, მეორეზე – 255 კგ, მესამე მისვლაზე კი 264 კილოგრამი შეუკვეთა, რითიც მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ორჭიდის ჯამში, ტალახაძემ 484 კილოგრამი დაძლია.

ტაილანდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი და სამი ოქროს მედალი მოიპოვა, პლანეტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურება.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ლაშა ტალახაძემ 2015, 2017, 2018 და 2019 წლებში მოიპოვა.

 

 

 

  • 1.4K
  •  
  •  
  •  
  •