ლაშა ტალახაძემ ატაცში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და 220 კილო აიტაცა

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ლაშა ტალახაძემ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და 220 კილო აიტაცა.

პირველ მისვლაზე, ლაშამ 208 კილო დაძლია, შემდეგ კი 215 კილო, ბოლო მისვლაზე 220 კილო შეუკვეთა, რითიც თავისივე რეკორდი (218კგ) გააუმჯობესა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მცირე შესვენების შემდეგ, მედლების კომპლექტი აკვრაში და ორჭიდის ჯამში გათამაშდება.

 

 

  • 936
  •  
  •  
  •  
  •