ლაშა ტალახაძე: გამარჯვებას იმ გმირებს ვუძღვნი, ვინც თავი საქართველოს ერთიანობას შესწირა

ლაშა ტალახაძე, ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი სამი მსოფლიო რეკორდით და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაასრულა.

ქართველმა ფალავანმა გამარჯვება იმ გმირებს მიუძღვნა, რომლებმაც თავი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირა.

“პირველ რიგში გილოცავთ ჯვართამაღლებას.  მინდა, ჩემი გამარჯვება მივუძღვნა სრულიად საქართველოს და ყველა იმ გმირს, ვინც თავი შესწირა საქართველოს მთლიანობას. მინდა, მალე გაბრწყინებული, გამთლიანბული გვენახოს ჩვენი ქვეყანა. დიდება ჩვენს გმირებს”, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ლაშამ ატაცში 220 კილოგრამი დაძლია, რითიც თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, აკვრაში კი 264 კილოგრამს შეწვდა, ორჭიდის ჯამში კი 484 კგ დაუგროვდა.

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება ქართველ გმირებს მიუძღვნა

ლაშა ტალახაძე: მინდა, ჩემი გამარჯვება მივუძღვნა სრულიად საქართველოს და ყველა იმ გმირს, ვინც თავი შესწირა საქართველოს მთლიანობას

Posted by The Recorder on პარასკევი, 27 სექტემბერი, 2019

 

  • 4.8K
  •  
  •  
  •  
  •