გიორგი ასანიძე: დიდება გმირებს, ვინც გარდაიცვალნენ აფხაზეთის ომში, დიდება საქართველოს! (ვიდეო)

გამარჯვება, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს ეძღვნება – ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, ტაილანდის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 3 ოქროს მედალი მოიპოვა და ორჭიდის ჯამში 484, სარეკორდო წონა დააფიქსირა.

ჯამში, ქართველის ანგარიშზე სამი ახალი მსოფლიო რეკორდია. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა კი, 5 ოქროსა და  2 ბრინჯაოს მედლით გუნდური მეორე ადგილით დაასრულა პლანეტის პირველობა, რაც ისტორიული შედეგია.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ქართველმა ძალოსნებმა გამარჯვება აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებსა და მშვიდობიან მოსახლეობას მიუძღვნეს.

გიორგი ასანიძე, ლაშა ტალახაძის გამარჯვების შემდეგ, ამბობს, რომ ამ მძიმე დღეს, ლაშა ტალახაძის გამარჯვება სწორედ ამ ადამიანებს ეძღვნებათ.

“მძიმე დღე იყო 27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში. განსაკუთრებით იმ დროს, როცა დაეცა სოხუმი. ყველა გმირს, ვინც დაიღუპა, ნათელი ხსნოვნა. არ უნდა დაიკარგოს მათი ღვაწლი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჯვართამაღლებაა და მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო. ლაშამ დღეს გახარა არამხოლოდ ჩვენი დელეგაცია, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც ტელევიზორთან იჯდა და ასეთი ასი ათასობით იყო. ვულოცავ ლაშას და საქართველოს. დიდება გმირებს, ვინც გარდაიცვალნენ აფხაზეთის ომში და ყველა იმ დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეს, რომლებიც უთანასწორო ბრძოლას შეეწირა. ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს. დიდება საქართველოს”, – განაცხადა  გიორგი ასანიძემ.

გიორგი ასანიძის პირველი კომენტარი ლაშა ტალახაძის გამარჯვების შემდეგ

გიორგი ასანიძე: დიდება გმირებს, ვინც აფხაზეთის ომში გარდაიცვალნენ და ყველა იმ დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეს, რომლებიც უთანასწორო ბრძოლას შეეწირა! ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს! დიდება საქართველოს! Giorgi Asanidze <3

Posted by The Recorder on პარასკევი, 27 სექტემბერი, 2019

 

 

  • 946
  •  
  •  
  •  
  •