საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ჟაკ შირაქი გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაკ შირაქი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მისმა სიძემ სააგენტო “ფრანს პრესს” განუცხადა, შირაქი დილით, ოჯახურ გარემოცვაში გარდაიცვალა.

ჟაკ შირაქი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს ორი ვადით, 1195-2007 წლების განმავლობაში იკავებდა. მის მიერ განხორციელებული პოლიტიკური რეფორმებიდან ერთ-ერთი მთავარი პრეზიდენტობის ვადის 7 წლიდან 5 წლამდე შემცირება იყო.

პრეზიდენტობამდე, შაკ შირაქი დიდი ხნის განმავლობაში (1977-1995 წწ.), პარიზის მერის პოსტს იკავებდა.

2011 წელს შირაქი კორუფციულ სკანდალში გაეხვა და მას 2 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდეს. სასამართლომ ის თაღლითობის 2 ეპიზოდში დამნაშავედ სცნო. ბრალდება მისი პარტიის “გაერთიანება რესპუბლიკის მხარდასაჭერად” წევრებისთვის არარსებულ თანამდებობებზე მუშაობისთვის თანხის გადახდას შეეხებოდა.

 

  • 7
  •  
  •  
  •  
  •