- ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს
- თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
- დასაქმების ფორუმზე 22-მა კომპანიამ შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა
- გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში TANAP-ის პროექტი გახსნა
- კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები 6 დეკემბერს დასრულდება
ფრთხილად – პარფიუმერულ პროდუქციაში საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა

საქართველოში ზოგიერთ პარფიუმერულ პროდუქციაში აღმოჩნდა, ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს და სხვა დაავადებებს იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ცენტრმა 9 სექტემბერს გამოაქვეყნა პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ლაბორატორიული კვლევის შედეგები. მაშინ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გააგზავნეს საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების – პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად).
შემოწმების შედეგად კი 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში. კერძოდ, იმ პროდუქციის ჩამონათვალში, რომლებშიც მავნე ნივთიერება აღმოაჩნდა, მოხვდნენ:
ფრჩხილის ლაქი – Olivia;
თხევადი ტუჩსაცხი – MAT 104 Seville;
თმის საღებავი – CLAIROL;
ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი – Amalfy;
ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი Garnier.
გაეცანით იმ შემოწმებული პროდუქციის ჩამონათვალს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს.
წყარო: BPN
3