“არქიმ” მსოფლიოს ჩემპიონ მოჭიდავეებს ბინები აჩუქა (ვიდეო)

დეველოპერული კომპანია “არქის” დამფუძნებელმა, ილია წულაიამ და გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა ქართველ მსოფლიო ჩემპიონ მოჭიდავეებს, გენო პეტრიაშვილს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს “არქი ისანის” კომპლექსის ბინები აჩუქეს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, “არქიში” ჩემპიონები სიმბოლური საჩუქრების გადასაცემად დაიბარეს, კონვერტებში კი მათ ასეთი სიურპრიზი დახვდათ.

ყაზახეთში დასრულებულ პლანეტის პირველობაზე, ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 12 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ორი ოქროს მედალი მოუტანეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე კარიერაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილმა კი ტიტულის დაცვა მესამედ შეძლო.

არქის სიურპრიზი მსოფლიო ჩემპიონებს

🎉 არქის სიურპრიზი ქართველ მსოფლიო ჩემპიონებს 💙

Posted by არქი – Archi on ოთხშაბათი, 25 სექტემბერი, 2019

  • 1.1K
  •  
  •  
  •  
  •