ანტონ პლესნოიმ, ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ანტონ პლესნოიმ (96კგ) ატაცში ოქროს, ხოლო ორჭიდის ჯამში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და არაერთი რეკორდი დაამყარა.

ქართველმა ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა, 172 / 177 / 181 აიტაცა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ასევე ბრწყინვალე იყო პლესნოი აკვრაში, მან აქაც სამივე მისვლა (203 / 209 / 213) გამოიყენა და მეოთხე ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში კი 394 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ძალოსანმა ამასთან ერთად ევროპის 23 წელამდელთა და საქართველოს რეკორდიც დაამყარა.

  • 31
  •  
  •  
  •  
  •