სკანდალი: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დეპუტატებს დღესაც აშანტაჟებენ – ეკა ბესელია

ბესელიას განცხადებით შანტაჟის ქვეშ უმრავლესობის დეპუტატებიც არიან

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას  განცხადებით, დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც უკანონო ფარული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით აშანტაჟებენ და ასეთი ადამიანები არიან საპარლამენტო უმრავლესობაშიც.

ეს განცხადება, ეკა ბესელიამ, “მთავარ არხზე” ეკა კვესიტაძის გადაცემაში – “ღამის მთავარი” გააკეთა.

“ეს უკანონო  ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა და ვერავინ გაბედა მაშინ ამის გამოქვეყნება. არ შემშინებია მაშინ და არც დღეს მეშინია. კიდევ ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელთაც უკანონო ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებენ. ვიცი, რასაც ვლაპარაკობ ძალიან კარგად. ვიცი, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, მათ შორის არის კაციც და მინდა რომ ეს მოჯადოებული წრე გაირღვეს. მისაუბრია მათთან. ასეთი ადამიანები არიან უმრავლესობაშიც”,  – განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • 22
  •  
  •  
  •  
  •