რევაზ დავითაძემ, მსოფლიო ჩემპიონატზე, ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ატაცში, ოქროს მედალი მოიპოვა რევაზ დავითაძემ (89კგ).

21 წლის ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ოქროს მედალს დაეუფლა.

რევაზ დავითაძემ ოქროსთვის ბრძოლაში 166, 169, 172 კილოგრამი დაძლია და ატაციში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

  • 1.2K
  •  
  •  
  •  
  •