ირაკლი მწითურმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი მედალი მოიპოვა.

ჯერ-ჯერობით, ერთადერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ირაკლი მწითურია (92კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მასპინძელი ყაზახი მეტოქე 1:2 დაამარცხა.

ირაკლი მწითურმა ნახევარფინალური დაპირისპირება, გუშინ, მოქმედ ჩემპიონ კოქსთან დათმო, დღეს კი ბრინჯაო ხელიდან აღარ გაუშვა.

დღესვე, ოქროს მედლისთვის იჭიდავებს გენო პეტრიაშვილი(125კგ), რომელიც ფინალში თურქ ტაჰა აკგულს დაეჭიდება.

  • 491
  •  
  •  
  •  
  •