ბექა ლომთაძე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე (61კგ) ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში, ქართველმა ფალავანმა, ძალიან დრამატულ ბრძოლაში, ინდოელი ავარე 10:6 დაამარცხა, თუმცა, ლომთაძეს პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში 7:1 მიჰყავდა.

დღესვემ, 97 კგ წონით კატეგორიაში, 1/4 ფინალში აზერბაიჯანელ შარიფოვთან დამარცხდა ელიზბარ ოდიკაძე. სანდრო ამინაშვილმა კი (86კგ) 1/16 ფინალში წააგო უზბეკ მეტოქესთან.

დღესვე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ყაზახეთის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ თურქ ტახა აკგულს დაეჭიდება.

ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის პოლონელ გაჯიევს ხოლო ირაკლი მწითური (92 კგ) მასპინძელ ნურგაიპულის შეხვდება.

ფინალური ბლოკი, თბილისის დროით 16:00 საათიდან დაიწყება.

  • 521
  •  
  •  
  •  
  •