გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

გენო პეტრიაშვილის მიერ მოპოვებული ლიცენზია საქართველოსთვის მეოთხეა

გენო პეტრიაშვილმა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა.

ეს ლიცენზია საქართველოსთვის მეოთხეა. ამ დროისთვის, ოლიმპიური თამაშები საქართველოს ტყვიით მსროლელმა ნინო სალუქვაძემ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, გიორგი მელიამ (97კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130კგ) მოუტანეს.

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, რომლითაც უკვე ექვსეული დააფიქსირა და ავტომატურად აიღო ოლიმპიადის ლიცენზია. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფინალში გადასასვლელად უკრაინელ ხოციანივსკის შეერკინება.

 

  • 579
  •  
  •  
  •  
  •