გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

გენო პეტრიაშვილმა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლო ჩემპიონატზე, გენო პეტრიაშვილი (125კგ) და ირაკლი მწითური (92კგ) ნახევარფინალში არიან.

გენო პეტრიაშვილმა კი აშკარა უპირატესობით მოუგო  ჯერ კოსოვოელ შალას, 1/4 ფინალში კი სირიელი ხუტაბა. ფინალის საგზურისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი უკრაინელ ხოციანივსკის დაეჭიდება. ამ გამარჯვებით, პეტრიაშვილი უკვე შევიდა ექვსეულში, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი ლიცენზია მოუტანა, საქართველოს კი – მეოთხე.

ირაკლი მწითურმა 5-0 დაამარცხა იაპონელი ტაკუმა ოტსუ და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მოქმედ ჩემპიონ ამერიკე დენ კოქსს შეხვდება. სწორედ კოქსთან დათმო გასული წლის მსოფლიოზე ნახევარფინალური დაპირისპირება დათო მარსაგიშვილმა.

ავთანდილ კენჭაძემ (74კგ) პირველივე შეხვედრა დათმო საფრანგეთის სახელით მოასპარეზე  ხაჯიევთან, რომელიც ნახევარფინალში გავიდა და ფინალში გადასვლის შემთხვევაში, კენჭაძეს ლიცენზიისა და მედლისთვის ბრძოლის შანსი მიეცემა.

რაც შეეხება ზურა იაკობიშვილს, მან 1/8-ში რუს ბაევთან წააგო, რომელიც ასევე  ფინალისთვის იჭიდავებს და შესაძლოა, იაკობიშვილსაც გაუჩნდეს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი.

ფინალური ბლოკი 14:45 საათიდან დაიწყება.

 

 

  • 65
  •  
  •  
  •  
  •