საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

გარდა ირაკლი ოქრუაშვილისა, მისამართლის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში რჩებიან 20 ივნისის აქციის გამო დაკავებული თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილიც.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადახედვასა და მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.

ოქრუაშვილის უფლებადამცველმა, მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ოქრუაშვილს პატიმრობა 500 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალოს და განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავდებში რამდენიმე ადამიანი უდგება, მათ შორის არის ჟურნალსტი, ინგა გრიგოლია და ოქრუაშვილის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

რაც შეეხება ბრალდებულებს გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს, მოსამართლის კითხვაზე სცნობს, თუ არა თავს დამნაშავედ, ბრალდებულმა ჯავახიშვილმა უპასუხა, რომ თავს ნაწილობრივ სცნობს დამნაშავედ. ხოლო ბრალდებულმა თორნიკე დათაშვილმა კი აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ სრულად სცნობს.

სასამართლომ, არ გაითვალისწინა არცერთი ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.

  • 8
  •  
  •  
  •  
  •