სალომე ფაჟავა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია და ტოკიოს ლიცენზიისთვის იბრძოლებს

საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-9 ადგილი დაიკავა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, მხატვრული ტანმოვარჯიშე, სალომე ფაჟავა ფინალში გავიდა.

საქართველოს ღირსებას, პლანეტის პირველობაზე სალომე ფაჟავა, ნატელა ბოლატაევა და ქეთევან არბოლიშვილი იცავენ, რომლებმაც გუნდურ ჩათვლაში მე-9 ადგილი დაიკავეს.

სალომე ფაჟავამ, მრავალჭიდის ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა და ხვალ, დანარჩენ 23 ფინალისტთან ერთად მედლებისთვის იასპარეზებს.

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების 16 ლიცენზია გათამაშდება.

 

  • 148
  •  
  •  
  •  
  •