გია გვარამია – ბრენდად ქცეული სახელი ესთეტიკური მედიცინის ინდუსტრიაში

ცნობილი პლასტიკური ქირურგის რჩევები ექსკლუზიურად BEBRIDE–ის მკითხველისთვის

რა სურთ ქალებს? – ყველაზე კარგად ეს თბილისში ერთმა მამაკაცმა იცის – მისი სახელი კი, ყველა ქალბატონმა. ამჯერად,  bebride-ის სტუმარი, თქვენივე თხოვნით, ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი, პროფესორი გია გვარამიაა.

ვინ დგას ამ ბრენდად ქცეული სახელის და გვარის უკან, როგორ გახდა ის ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ქირურგი საქართველოში და რას ნიშნავს მისთვის ის ნდობა, რომელსაც ადამიანები უპირობოდ უცხადებენ.

ის პირველია, ვინც საქართველოში ესთეტიკური მედიცინის ცენტრი შექმნა და უკვე 25 წელია სფეროში ლიდერის სტატუსით მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი პლასტიკურ-ესთეტიკური ოპერაციის მეთოდი აქვს დანერგილი და კვლავაც განაგრძობს სწავლას, ამბობს რომ სწორედ უწყვეტი განათლებაა მისი წარმატების საიდუმლო.

რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ სფეროს ლიდერი? ალბათ ძალიან ამაყობთ ამით…

ნამდვილად არა, არის რაღაც გარკვეული კმაყოფილების გრძნობა, მაგრამ ამის გამო ამაყი ვიყო და ვიტრაბახო ნახეთ რას მივაღწიეო, არა! – რას მივაღწიე?! – არც არაფერს, ჩვეულებრივად ვმუშაობ, მაქვს სამსახური, კარგად გამომდის ის რასაც ვაკეთებ, ეს მთავარია… კარგია, რომ ხალხი დავასაქმეთ, სიახლეები შემოვიტანეთ, დავნერგეთ, მოწინავეებში მოვიაზრებით. ამის გამო, მხოლოდ კმაყოფილებას განვიცდი… წაიკითხეთ ვრცლად:

  • 2
  •  
  •  
  •  
  •