თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალიდან ჩაერთვება

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ტოკიოს 2020 წლის ლიცენზიებს გაითამაშებენ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხვალიდან ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იწყებენ.

გიორგი იანტბელიძის გუნდი ყაზახეთში 15 სექტემბერს გაემგზავრა.

ეროვნული გუნდის შემადგენლობა, ოლიმპიური თამაშების წინა ყველაზე დიდ სპორტულ ფორუმზე ასეთია:

57 კგ ოთო გოგავა
61 კგ ბექა ლომთაძე
65 კგ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
70 კგ ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ ავთანდილ კენჭაძე
79 კგ ნიკა კენჭაძე
86 კგ სანდრო ამინაშვილი
92 კგ ირაკლი მწითური
97 კგ ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ გენო პეტრიაშვილი

19 სექტემბერს ხალიჩაზე 57 და 65 კგ წონითი კატეგორიები გამოვლენ. ოთო გოგავა და ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოჭიდავე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მესამეჯერ აპირებს ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრას და შესაბამისად, მისი მთავარი ამოცანა, ტოკიოს თამაშების ლიცენზიის მოპოვება და მაღალი სინჯის მედლის მოპოვებაა.

20 სექტემბერს კი, უკვე ოთხი ქართველი მოჭიდავე 70, 74, 92 და 125 კგ წონით კატეგორიებში მოსინჯავს ძალებს.

21 სექტემბერს ასპარეზი 61, 79, 86 და 97  წონითი კატეგორიის მოჭიდავეებს დაეთმობათ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ორი წელია ზედიზედ, რაც პლანეტის პირველობას გუნდურ სამეულში ასრულებს. 2017 წელს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები ზურა იაკობიშვილმა და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს. პეტრიაშვილმა, გასულ წელს, ბუდაპეშტში ტიტული დაიცვა, წელს კი მესამედ შეუტევეს მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავის ტიტულს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, ნურ სულთანში გამოსვლას 22 სექტემბერს დაასრულებენ.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მსგავსად, “თავისუფლებიც” ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს გაითამაშებენ.

ბექა როყვას გუნდმა კი ყაზახეთში ისტორიული შედეგი დააფიქსირა. 2 ოქრო, 1 ბრინჯაო, ოლიმპიური თამაშების 2 ლიცენზია და გუნდური მესამე ადგილი – ასეთია კლასიკური სტილით მოჭიდავეთა მონაგარი ნურ სულთანში.

  • 71
  •  
  •  
  •  
  •