ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს ხვალ აიღებს

ტაილანდში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება

ხვალიდან, ტაილანდის ქალაქ პატაიაში სტარტს ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს, სადაც გარდა მედლებისა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტაილანდში გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით გუშინ ჩავიდა და ასპარეზობაში 19 სექტემბრიდან ჩაერთვება.

ჩემპიონატი სილქ უნივერსალზე გავა და იქნება პირდაპირი ეთერის ლინკიც.

ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი ასეთია:

🇬🇪️61 კგ. გოდერძი ბერდელიძე – 19 სექტემბერი 11:25 საათი
🇬🇪️61კგ. შოთა მიშველიძე – 19 სექტემბერი – 17:25 საათი
🇬🇪️67 კგ. გოგა ჩხეიძე – 20 სექტემბერი – 09:00 საათი
🇬🇪️73 კგ. კახი ასანიძე – 21 სექტემბერი – 11:25 საათი
🇬🇪️73 კგ. არჩილ მალაყმაძე – 21 სექტემბერი – 11:25 საათი
🇬🇪️89 კგ. რევაზ დავითაძე – 23 სექტემბერი – 17:25 საათი
🇬🇪️96 კგ. ანტონ პლესნოი – 24 სექტემბერი – 14:55 საათი
🇬🇪️102 კგ. ირაკლი ჩხეიძე – 25 სექტემბერი – 17:25 საათი
🇬🇪️+109 კგ. გიორგი ჩხეიძე – 27 სექტემბერი – 08:00 საათი
🇬🇪️+109 კგ. ლაშა ტალახაძე – 27 სექტმებერი – 12:55 საათი

  • 42
  •  
  •  
  •  
  •