ასტროლოგიის მნიშვნელობა ქორწინებაში – როგორ დავიცვათ თავი კრიზისებისგან

თორნიკე ბიძინაშვილი: პრევენცია ყველაფერში მნიშვნელოვანია და სწორედ ასტროლოგია იძლევა ამის ძალიან კარგ საშუალებას

“ასტროლოგიის დახმარებით შეგიძლია იპოვო ის მეორე ნახევარი, რომელიც შეგავსებს და ერთად შექმნით იმ ბირთვს, რასაც სიყვარული და მთლიანობა ჰქვია”, – ამბობს პირველი ქართული ასტროლოგიური სკოლის დამფუძნებელი, ცნობილი ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი და beBride-ს მკითხველს, წყვილებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობებზე საინტერესო და საჭირო ინფორმაციას სთავაზობს.

როგორ დავგეგმოთ ქორწინება, როგორ გავუმკლავდეთ მოსალოდნელ კრიზისს, რატომ არის მნიშვნელოვანი წყვილებისთვის ასტროლოგთან კონსულტაცია და რა ძალა აქვს „ურთიერთშეთანხმების“ ანუ სინასტრიის რუკას – ყველა ამ კითხვაზე პასუხს ამ ინტერვიუში ნახავთ.

თორნიკე ბიძინაშვილი: როცა ვსაუბრობთ ქორწინებაში მყოფი ადამიანების ურთიერთობაზე, ასტროლოგიურ ჭრილში იმის განხილვა, რომ ვერძი უგებს მშვილდოსანს, ან თხის რქა, რომელიმე სხვა ზოდიაქოს ნიშანს, ძალიან ზოგადია და შეიძლება მხოლოდ 20 პროცენტს დაემთხვეს. ბევრად უპრიანია, კონკრეტული ადამიანების პირადი რუკები განვიხილოთ და იქიდან გამომდინარე გავაკეთოთ ანალიზი, ეს უკვე რეალურ შედეგს მოგვცემს.

ყველაფერი ინდივიდუალურია, სინასტრიით (პარტნიორთა პირადი ჰოროსკოპებით, რუკებით ურთიერთშეთავსების სინთეზი) ხდება ადამიანების ინდივიდუალური ფსიქოტიპის, ენერგეტიკული და ფიზიკური შერწყმა, მათი თანხვედრა, რამდენად ერგებიან ერთმანეთს, რამდენად უგებენ და რა პოტენციალია მათში. ხშირ შემთხვევაში წყვილები ვერ აცნობიერებენ სიყვარულს და სექსუალურ ლტოლვას ერთმანეთისგან. ასტროლოგიურად შეგიძლია იპოვო ის მეორენახევარი, რომელიც შეგავსებს და ერთობლივად შექმნით იმ ბირთვს, რასაც სიყვარული და მთლიანობა ჰქვია. წაიკითხეთ ვრცლად:

  • 2
  •  
  •  
  •  
  •