ლაშა გობაძეც ოქროსია – საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ორი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში ტრიუმფალურ გამოსვლას აგრძელებს.

ნუგზარ წურწუმიას შემდეგ (55კგ), მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ლაშა გობაძემ (82კგ) მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი არ ჰყოლია, დღეს კი, ყაზახეთში, საქართველოს ჰიმნს ერთბაშად ორი მოჭიდავე ააჟღერებს.

გობაძემ, ფინალში აზერბაიჯანელი ჰუსეინოვი 5:3 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.

ამ მოგებით, საქართველოს გუნდურ ჩათვლაში 50 ქულა მოუგროვდა და პირველ ადგილს იკავებს.

ხვალ, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გიორგი მელია (97კგ), რომელმაც საქართველოს ნაკრებს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა.

  • 1.1K
  •  
  •  
  •  
  •