ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი ევროპის ჩემპიონია

ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გიორგი თუთაშვილმა (-66კგ).

ქართველმა ფალავანმა, ოქროს ფინალში, გოლდენ სქორში, იპონით დაამარცხა მოლდოველი ადილ ოსმანოვი და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

რამდენიმე წუთში, ტატამზე ეთერ ლიპარტელიანი გამოვა (-57კგ), რომელიც ჩემპიონის ტიტულისთვის იტალიელ სილვია პელიტერის დაეჭიდება.

  • 248
  •  
  •  
  •  
  •